ბაღის ავეჯი

ბაღის ავეჯი

ბაღის ავეჯი განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გარესამყაროსგან განცალკევებული  სივრცის შესაქმნელად, ადამიანებისთვის ეს სივრცე ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევის გზაა, ზოგისთვის კი ყოველდღიური მოვლენებისგან იზოლაციის საშუალებაც. ბაღის ავეჯს მრავალი  უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით კი გამოვარჩევთ  დამამშვიდებელ თვისებას.  ბაღის ავეჯის  ჩვეულებრივ დიზაინად მიჩნევა არასწორია,  რადგან კარგად გაფორმებული სივრცე ბევრ სარგებელს იძლევა, იგი იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ასევე  სახლიდან დისტანციურად  სამუშაოდ.  ასევე მას შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს ოჯახთან დაახლოებაში და მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში.

ბაღის ავეჯი  განხილვისას შეიძლება შეგხვდეთ მრავალი მოდელი. არსებობს ისეთი ვარიანტები, როგორიცაა პლასტმასის, ლითონის, ხის. პლასტმასი  არის ერთ-ერთი უმარტივესი მასალა, რომელიც შეიძლება სასურველი იყოს ბაღის ავეჯისთვის. იგი ძალზედ   ეკონომიური ვარიანტია და მოითხოვს მინიმალურ მოვლას.  ლითონი  ყველაზე გავრცელებული მასალაა ბაღის ავეჯში, განსაკუთრებით მისი გამძლეობისა და სიმტკიცის გათვალისწინებით. მას მრავალი  უპირატესობა აქვს,  თუმცა, ეს მასალა შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის არასასიამოვნო იყოს ხანგრძლივი ჯდომისას.  აღსანიშნავია, რომ გარე ავეჯისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მასალები, მაგალითად ხე, იგი  საუკეთესო მასალაა. თუმცა, თავისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე  ღირებულებაც საკმაოდ მაღალი აქვს

ბაღისავეჯისკომპლექტი

ბაღისავეჯისკომპლექტი შესაძლოა შედგებოდეს სხვადასხვა ნაკრებისგან, ეს  როგორც წესი, არის მაგიდა, მაგიდა და სკამი, რომელიც შეიცავს ოთხ ან ექვს სკამს, ბაღის დასაჯდომი კომპლექტი, რომელიც შედგება  ორი  სავარძლისგან და ორ ან სამ  ადგილიანი დივნისგან, მათთან ერთად შესაძლოა იყოს  მაგიდა შურნალებისა და ყავისთვის, ასევე ბაღის კუთხის დივნის კომპლექტი, სასტუმრო. იმის და მიხედვით თუ რა სურს მომხმარებელს, შესაძლოა ნაკრებს დაემატოს, საქანელები, ქოლგები და პიკნიკის მაგიდისა და სკამის კომპლექტები, რომლებიც შესაფერისია წლის დასაწყისში, პლაჟებზე ან სპა აუზებზე გამოსაყენებლად. ბაღის ავეჯის კომპლექტი შეიძლება დამზადებული იყოს ტექის ხისგან, ნატურალური ან სინთეზური რატანისგან, ალუმინის, უჟანგავი ფოლადის და პლასტმასის მასალისაგან. ამათგან ყველაზე ხარისხიანი და გამძლე არის ტექი ხისა და რატანისაგან დამზადებული ბაღის ავეჯი. ტექის ხე არის ტროპიკული მცენარე, რომელიც ინდოეთისა და ინდონეზიის ტროპიკულ არესი ხარობს, იზრდება 30 მ-მდე, აქვს მაგარი მერქანი, იდიალურად მუშავდება და დიდი გამძლეობის გამო გამოიყენება გემთმშენებლობაშიც. რატანის ლერწამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტყის პროდუქტია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოიყენება ნაქსოვი ავეჯის, კალათების, ხელჯოხების და სხვა ხელნაკეთი ნივთების წარმოებაში.

ბაღის ავეჯის მწარმოებლები

ბაღის ავეჯის მწარმოებლები გვირჩევენ გავითვალისწინოთ რამოდენიმე პუნქტი ბაღის ავეჯის შერჩევისას, პირველია ხარისხი, რადგან  ხარისხიანი ბაღის ავეჯი მრავალი წლის განმავლობასი შეძლებს გვემსახუროს. თუ დარწმუნებული ხართ თქვენს მიერ შეძენილ ბაღის ავეჯის ხარისხში და რომ ყიდულობთ მას სანდო კომპანიისგან, შეძენილი პროდუქცია შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში მშვიდად გამოიყენოთ. ბაღის ავეჯის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ფართობი სადაც უნდა განლაგდეს ის,  შეიძლება მოინდომოთ თქვენი მოცულობითი ბაღის ავეჯი უფრო მსუბუქით შეცვალოთ, რათა დასუფთავების პროცესი უფრო მარტივი გახდეს თქვენთვის, ბაღის ავეჯის მწარმოებლები  ასევე გვირჩევენ რომ სწორად  განსაზღვროთ თქვენი ბაღის ავეჯის კომპონენტები, რათა იცოდეთ რამდენად სჭირდება მას  მოვლა. მაგალითად  ხის მრავალი სახეობა, როგორიცაა ტექი, აკაცია, კედარი, წაბლი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბაღის ავეჯში,  თითოეულ მათგანს  აქვს საკუთარი მახასიათებლები და მოვლის მეთოდი. თუ გსურთ მრავალი წლის განმავლობაში იქონიოთ და  ამავდროულად მარტივად შეძლოთ მოვლა, მაშინ  უნდა აირჩიოთ ტექის ავეჯი  მაგრამ თუ თქვენი ბიუჯეტი ბაღის ავეჯისთვის უფრო დაბალია, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა, შედარებით დაბალი ხარისხის  ხის სახეობები, მაგრამ გამძლეობაც შესაბამისი იქნება.

ბაღის ავეჯის მომწოდებლები

ბაღისავეჯისმომწოდებლები;  ჩვენი ცხოვრების უდიდეს  ნაწილს  სამსახურში ვატარებთ, თუ სამსახურში არა სახლში, რაც ნიშნავს რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი  ოთხ კედელს შორის ყოფნასი გადის. მაგრამ ყველა  ჩვენგანს აქვს სურვილი  აღმოვჩნდეთ ისეთ ადგილას, სადაც შეგვიძლია განვიტვირთოთ, გავატაროთ დრო  კომფორტულად და არ დაველოდოთ    შაბათ -კვირის დადგომას, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ  მუდმივი სასიამოვნო გარემო. ძნელი მისახვედრი არ არის რომ  ვისაც საშუალება აქვთ სახლში აივნის ან ტერასის გაკეთება, ძალიან გაუმართლათ! ეს  სივრცე შეიძლება გახდეს  მათთვის ყველაზე საყვარელი  საცხოვრებელი ფართი და თქვენ  არ უნდა გამოტოვოთ შესაძლებლობა შექმნათ საკუთარი ბაღი თქვენი სახლის ეზოში.  ამისთვის კი ბაღის ავეჯის მომწოდებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ ბაღის ავეჯი, რომელთა შორისაც რატანის ბაღის ავეჯი უპირობოდ ლიდერია.  იგი დამზადებულია სინთეთიკური რატანით და მისი მოვლა აუცლებელია გარკვეული წესების დაცვით მოხდეს. დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ ბუნებრივი წყალი და საპონი მისი  გაწმენდისას და არ გამოიყენოთ რაიმე ქიმიური ნივთიერება. უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ გაასუფთავოთ ყველა მხარე ღრუბელით, ხოლო იმ ადგილებში  რომლებსაც ღრუბელი  ვერ წვდება, გამოიყენეთ   კბილის ჯაგრის, შემდეგ კი კარგად გააშრეთ.

ვიზიტორთა კომენტარები

ჯერ არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით..

Whatsapp
გამარჯობა,
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?