fbpx

რატანის ავეჯის  მოვლა და წმენდა

რატანის ავეჯის  მოვლა და წმენდა

რატანის ავეჯის მოვლა და წმენდა, სინთეტიკური რატანის ავეჯი; ისინი დამზადებულია მდგრადი ბოჭკოვანი  (HDPE) მასალისგან, რომელიც შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ყველა სეზონზე, მდგრადია ულტრაიისფერი სხივების და მკაცრი ამინდის პირობების მიმართ და შესაძლებელი მათი  100% გადამუშავება. ალუმინის კარკასის მქონე ბაღის ავეჯით, რომელიც აერთიანებს ხარისხს და ელეგანტურობას საშეუალება გექნებათ  გქონდეთ  გემოვნებიანი დეკორაცია ისეთ ადგილებში, როგორიცაა აივნები, ბაღები, აუზები და სხვა.

რატანის ბაღის ავეჯი დიდხანს ინარჩუნებს გამძლეობას, თუ იგი დამზადებულია ხარისხიანი სინთეტიკური ნედლეულისგან; ასევე ადვილია გაწმენდა და მოვლა.

თქვენი რატანის ავეჯი შეგიძლიათ  გაასუფთავოთ ფუნჯით რბილი მოძრაობებით და ამოიღოთ დარჩენილი მტვერი მტვერსასრუტის რბილი ფუნჯით. მოერიდეთ უხეში საშუალებების  გამოყენებას, რომლებიც აფუჭებენ ბაღის ავეჯის ზედაპირს. ამის შემდეგ, დაამატეთ   საპონი ან მცენარეული საწმენდი საშუალებები თბილ წყალში და გაწმინდეთ თქვენი ავეჯი ღრუბლით. ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეუძლიათ თქვენი ავეჯის დაზიანება. გამრეცხვის ფაზაში გაწმინდეთ პროდუქტის ყველა ნაწილი ბაღის შლანგით წყლის  მსუბუქი შესხურებით. არასოდეს გარეცხოთ  წნევით, რადგან  შესაძლოა ზედაპირი დაიკაწროს. ფინალურ ეტაპზე შეგიძლიათ ბაღის ავეჯი გადააბრუნოთ და გააშროთ  მზეზე ან მშრალი ქსოვილით გაამშრალოთ, რომ წყლის ლაქები არ დარჩეს.

რატანის ბაღის ავეჯი მდგრადია წყლის, ყინვისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ავეჯი  გარეთ ზამთარშიც  კი, მისი  სპეციალური დამცავი საფარით.

17.05.2022
1.238
ვიზიტორთა კომენტარები

ჯერ არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით..

Whatsapp
გამარჯობა,
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?